Monday, December 8, 2014

IX დღის რეფლექსია

დავასრულეთ ტრენინგები. დღეს წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ მომზადებული პრეზენტაციები და პროექტის პორტფოლიო.ტრენერისაგან მივიღეთ შემაჯამებელი,კონსტრუქციული წინადადებები.
    ძალიან კარგი ტრენინგი იყო,უამრავი რამ ვისწავლე,რაც დამეხმარება შევქმნა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.მადლობა ჩვენს ტრენერს დავით ჯანიაშვილს.

Sunday, December 7, 2014

VIII დღის რეფლექსია

თითქმის დავასრულე პროექტის გეგმაზე მუშაობა.შევქმენი პროექტის პორტფოლიო,ვისწავლეთ  პორტფოლიოში შესაბამისი ფაილების მიმაგრება.ვიმუშავეთ სხვადასხვა ტიპის ტესტების შექმნაზე.კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

Saturday, December 6, 2014

VI და VII დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს ძირითადად ვიმუშავე ბუკლეტის შექმნაზე და ავტვირთე დისკზე.მეშვიდე დღეს გავეცანი შეფასების რუბრიკებს:ბუკლეტის შეფასება,პრეზენტაციის შეფასება,კვლევის შეფასება,თანატოლთა შეფასება.ეს მასალები ავტვირთე დისკზე.

Monday, December 1, 2014

რეფლექსია IV დაV დღე

ვჩქარობდი და ვერ მოვახერხე ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსიის დაწერა.ამიტომ დღეს დავწერ.მეოთხე დღეს ვისწავლე დრაივზე ინფორმაციის ატვირთვა და პირიქით.ასევე ელ.ფოსტაზე მოსული წერილების დრაივზე შენახვა.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,კერძოდ მიმართულების მიმცემ საკვარძო კითხვებზე.
მეხუთე დღეს ვისწავლე პორთფოლიოს შექმნა.გამოვაქვეყნე პორტფოლიო და დავდე ბლოგზე.ასევე ვიმუშავეთ დამხმარე რესურსებზე.ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

პროექტის პორტფოლიო

 სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, November 29, 2014

რეფლექსია I, II და III დღე

გამომდინარე იქედან, რომ შემექმნა ტექნიკური ხარვეზი სამი დღის ტრენინგის შეფასებას  ერთად მოვახდენ.
I დღე. სამუშაო გეგმის  გაცნობა- პროექტული სწავლება,რომელსაც გამოვიყენებთ  სასწავლო პროცესში.
II დღე. ვიწყებთ პროექტის გეგმის შექმნის სწავლას, ძირითადი საკითხები განვიხილეთ.
III დღე.დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო.დავიწყეთ კონკრეტული პროექტის გეგმის წერა,გავიარეთ რამდენიმე პუნქტი.კმაყოფილი ვარ ტრენინგებით და ტრენერით,რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გვიხსნის და გვასწავლის ყველაფერს.